რეგრესის უტყუარი ნიშანი: IFFHS-ის რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატი დაქვეითდა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა ეროვნულ ჩემპიონატებს შორის.

ეს ორგანიზაცია მსოფლიოს უძლიერეს ლიგას 1991 წლიდან მოყოლებული არკვევს. უკვე ზედიზედ ხუთი წელიწადია, ესპანური პრიმერა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა.

ჩვენ კი, ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონატის რეიტინგი გვაინტერესებს. სამწუხაროდ, დამაიმედებელი არაფერია - თუკი 2013 წელს ქართული უმაღლესი ლიგა რეიტინგით მსოფლიოში 50-ე იყო, ახლა ჩვენი ლიგა 79-ე პოზიციაზეა 267 ქულით.

სიტყვაზე, უშუალოდ ჩვენ წინ არიან მალის და ანგოლის ლიგები და ოდნავ ვუსწრებთ ნიკარაგუის ჩემპიონატს.

2014 წლის საუკეთესო ლიგების ტოპ-10
1
(-). ესპანეთი 1259 ქ.
2 (4). იტალია 998
3 (2). ინგლისი 958
4 (6). არგენტინა 938
5 (3). გერმანია 912
6 (5). ბრაზილია 893
7 (7). საფრანგეთი 871
8 (18). პორტუგალია 758
9 (9). კოლუმბია 697
10 (11). პარაგვაი 671
... 79 (50). საქართველო 267
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას რათ უნდა IFFHS რეიტინგი ჩვენით ვერ ვხედავთ? ან კიდე იმ რეიტინგს რა ვუთხარი სერია ა-ს რო ბუნდესლიგაზე და პრემიერლიგაზე წინ დააყენებს
koba
09:07 21-01-2015
0
ერთი მახინჯი კლუბის გამო რომელმაც რაღაცას ,,მიაღწია" ლიბერტადორესზე მე-10 ჩემპიონატი ყოფილა პარაგვაი.. უკვე ვხვდებით რა დონის რეიტინგიც არის
giorgi
12:26 21-01-2015
0

სიახლეები პოპულარული