500 ათასი ქალაქისგან, ამდენიც კოკაიასგან! "ზესტაფონი" ჩემპიონატს არ დააკლდება

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია კოკაია

"ზესტაფონის" საქმე ახლა უკეთესადაა, ვიდრე ამ ცოტა ხნის წინ იყო. მართალია, კლუბში ჯერაც ბევრი რამეა დასალაგებელი, მაგრამ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული პირველობას არ გამოაკლდება.

საქმე ასეა: ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბისთვის, ადრე შეგულებულ 300 ათას ლართან ერთად, დამატებით 200 ათასი ლარის მობილიზებაც მოახერხა. ამის შესახებ ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ განაცხადა.

"ილია კოკაიას ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კლუბის ქონების ნახევარი გადმოეცემა ქალაქის მუნიციპალიტეტს, რათა იურიდიულად გვქონდეს ზესტაფონის დაფინანსების უფლება. კოკაიას წარმომადგენელი ადვოკატი იყო
ჩამოსული. ვისაუბრეთ ქონების გადანაწილების შესახებ და უკვე მზადდება შესაბამისი დოკუმენტები.

300 ათასი ლარი ადრევე გვქონდა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად, დამატებით კიდევ მოვიძიეთ 200 ათასი ლარი.

კოკაიას მხრიდან იყო დაპირება, რომ რამდენსაც გამოჰყოფდა ქალაქის ხელმძღვანელობა, ერთ იმდენს თავად გაიღებდა "ზესტაფონისთვის". მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ მილიონი ლარი უკვე გამონახულია.

ვიმედოვნებ, გუნდი არ დაიშლება და საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრეს ჩაამთავრებს. ამის შემდეგ კი დავსხდებით და კიდევ დავილაპარაკებთ იმის თაობაზე, თუ რას გავაკეთებთ და ამას აუცილებლად გაიგებს გულშემატკივარი. გუნდი არ დაიშლება", - განაცხადა მაღრაძემ.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში "ზესტაფონს" მე-9 ადგილი უჭირავს. გუნდში მხოლოდ გიორგი ილურიძეა დარჩენილი, რომელიც კლუბს ვერ გამოიცვლის, რადგან მიმდინარე სეზონში, "ზესტაფონის" გარდა, კვიპროსულ "ერმისშიც" ირიცხებოდა.

ცხადია, ჯერჯერობით გუნდი არ ვარჯიშობს. ამ ეტაპზე სეზონის განახლებისთვის ინდივიდუალურად მხოლოდ იმერული კლუბის დუბლშემადგენლობის ის ფეხბურთელები ემზადებიან, რომლებიც სხვა გუნდებში არ გადასულან.

უნდა ვივარაუდოთ, რომ შემადგენლობა, რომელიც ჩემპიონატის მეორე წრეში იასპარეზებს, ახალგაზრდული იქნება.

ამ მომენტისთვის, ისიც უცნობია, თუ ვინ იქნება "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში პირველად, გუნდის მიზანი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ცუდი სუნი უდის ამ გარიგებას. გუნდს მაინც არაფერი ეშველება, ფულს კი ადგილობრივი ოსტაპ ბენდერები გაინაწილებენ...
ზესტაფონი
27 იანვარი 2015 12:01
0
ინტელექტით, ადამიანობით, შეგნებით, ცხოვრების წესით ალეკო კაკაურიძე არის მაგარი კაცი და ვინც არ იცნობთ ნუ ილაპარკებთ მასზე. მე ამ კაცთან ბევრი რამე მაკავშირებს და უფლება მაქვს დავწერო ეს. ზესტაფონში და მტლიანად საქართველოში რომ არის ფეხბურთი, ეს ალეკოს და მისნაირების დამსახურებაცაა. არშეიძლება, ყველაფერზედაიბოღმო.
გიო
27 იანვარი 2015 11:54
0
ხოდა სანამ ალეკო კაკაურიძე და მისთანები გყავთ მანამდე არაფერი ეშველება ზესტაფონს... მოაშორით ეს და მინაშვილი ქართულ ფეხბურთს
niko
27 იანვარი 2015 09:11
0
ახლა მე გეტყვი შენ ვინ არის ალეკო კაკაურიძე. ეს არის ქართულ ფეხბურთზე და ქალაქ ზესტაფონზე გადამკვდარი კაცი. უსუფთავესი კაცი და შენ უნდა შეგრცხვეს ამ სიტყვების. ეს კაცი სახლში იჯდა წელიწადზე მეტი უმუშევარი და სულ პატარა გადახვევა არ უკადრია. თქვენ თქვენი თავი, ფული და თანამდებობა გინდათ ზესტაფონურ ფეხბურთში. ალეკო კაკაურიძე მაღლაა თქვენზე ყველა პარამეტრით და ალბათ, თვითონ არც ისურვებდა, რომ პასუხი გამეცა აქ. უბრალოდ, მე ვეღარ მოვითმინე. რო არ იცნობთ კაცს, ასე როგორ შეგიძლიათ თქვათ. ნუ სცხებ ჩირქს იმ კაცს, ვინც თავისი სისუფთავით და ადამიანობით ალამაზებს ჩვენს ქალაქს. უბრალოდ, ღმერთს რას ეუბნებით.
ჭირისუფალს!
27 იანვარი 2015 01:17
0
რამდენი ბოღმიანი ადამიანი დადის ამქვეყნად თურმე. ალეკო კაკაურიძეზე რომ იტყვი ზესტაფონის ფეხბურთის მკვლელიაო ამ ადამიანს ან ზესტაფონის ფეხბურთზე საერთოდ არ აქვს წარმოდგენა ან კიდევ რაღაც საკმაოდ ბუნდოვანი და რაც მთავარია ცუდი ზრახვები აქვს.
mate
27 იანვარი 2015 00:58
0
სრულიად ვეთანხმები ბაგრატს. ოღონდ ზესტაფონის ფეხბურთს კი არ დაერხა,არამედ გარდაიცვალა,რაშიც ლომის წვლილი ალეკო კაკაურიძემაც შეიტანა.გილოცავ ბატონო ალეკო.
ზესტაფონის ფეხბურთის ჭირისუფალი
26 იანვარი 2015 23:53
0
მალე დაბრუნდება ზესტა და კვლავ უმალესი მიზნებისთვის იბრძოლებს წელს კი იმედია ექვსეულში შევლიან წარმატებები ზესტას
G.Pique
26 იანვარი 2015 17:40
0
რატომ ბლოკავტ ესარი ტავისუპალი პრესა
kaxelo
26 იანვარი 2015 16:14
0
რა არი სირცხვილი მარტლა აგარ გაქვტ იქ დომენტის გაუვიდა საპრეზიდენტო ვადა და მაინ ზის პედერაციაში აქ კლუბები გაპავენ სულს მატხოვრებივიტ არიან გადაქცეულები აიგეტ და გავაუქმოტ ეს პეხბურტი საქარტველოში
kaxelo
26 იანვარი 2015 15:37
0
ახლა მარტლა დაერხა ზესტაფონის ფეგბურტს
bagrati
26 იანვარი 2015 14:04
0

სიახლეები პოპულარული