ბოლნისის "სიონმა" 20 წლის ბრაზილიელ შემტევთან კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" 20 წლის ბრაზილიელ შემტევ ენდრიუ არაუჟუ და სილვას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

და სილვა პირველად ბოლნისელთა რიგებში ცხინვალის "ცხინვალის" წინააღმდეგ გამართულ საკონტროლო მატჩში გამოჩნდა. სინჯებზე მყოფმა ბრაზილიელმა მწვრთნელებისთვის თავის მოწონება მაშინვე შეძლო.

"სამტრედიას" წინააღმდეგ ახალგაზრდა მოთამაშეს თავის გამოსაჩენად 45 წუთი მიეცა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთავარ მწვრთნელს, ლადო ბურდულს, მისი გუნდში დატოვების გადაწყვეტილება მიეღო.

ამრიგად, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა და უახლოესი ერთი წლის განმავლობაში და სილვა "სიონის" ღირსებას დაიცავს.

მომზადებულია fcsionibolnisi.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული