აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ ფაქტს, რომ მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, კოლხებმა საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები დაიმატეს - ლევან შენგელია, მერაბ გიგაური, ალეკო ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე...
23 იანვარს "კოლხეთი" მარტვილის განახლებულ სტადიონზე "მერანს" ესტუმრა და 1:0 მოუგო, რის შემდეგაც
კოლხეთი: სეფიაშვილი, ბეჩეხია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, თ. კაკულია, გიგაური, გოგონაია, გვალია, გუგუშვილი, ჟიშკარიანი, ჯიქია; მეორე ტაიმში: ძაგანია, ბარამიძე, ჩადუნელი, ქორჩილავა, გაბისკირია, გურეშიძე, შენგელია, ამბროლაძე, სიჭინავა, ნარსია, ბასილაია.
დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, ოკანი, სუხიაშვილი, შონია, ჩირიკაშვილი, ვარშანიძე, მუჯირი, მაქაცარია, ჭკუასელი; მეორე ტაიმში: მამინაშვილი, ჩინბალი, ბაღდავაძე, მუჯირი, სიხარულიძე, სეფიაშვილი, ტატანაშვილი, მახარაძე.
ინიაშვილმა ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა. ის გუნდს 28 იანვარს შეკრებს, მეორე დღეს კი, ფოთის პორტის დაფინანსებით, "კოლხეთი" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება. იქ ფოთელები ორ კვირას გაჩერდებიან და ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ინაშვილს თურქეთში 22 ფეხბურთელი მიჰყავს, ერთსაც თურქეთში დაიმატებს. "კოლხეთის" სპორტული დირექტორის, ლაშა ჯაკობიას თქმით, ახალწვეული კენიელი თავდამსხმელი ტერა ალუნ ლუჰენია.
"ლუჰენი ბელგიაში ცნობილი საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია. ამ ცენტრში ოთხი კენიელი ჰყავდათ, რომელთაგან ერთი ინგლისში გაუშვეს, ორი - ბელგიურ კლუბში, ლუჰენი კი ჩვენთან ჩამოვა. ის 18 წლისაა და კენიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლავთ.
ახლახან, ლუჰენი კენიელებს დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ახლდა და გუნდის ბომბარდირიც გახდა. ეგაა, აფრიკელებს სულ ვიზის პრობლემები აქვთ და, ალბათ, თურქეთში 4-5 თებერვალს შემოგვიერთდება", - ამბობს ჯაკობია.
"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის თქმით, ის კენიელს თურქეთში დააკვირდება, რათა ჩარლზ ნევუჩეს შემთხვევა გამოირიცხოს.
მოგეხსენებათ, ეს ნიგერიელი თავდამსხმელი მოლდოვური "ტირასპოლიდან" დაიმატეს, მანამდე კი უკრაინული პრემიერლიგის კლუბ "ჰოვერლა-ზაკარპატიეში" თამაშობდა და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ... პირველ წრეში ნევუჩემ "კოლხეთში" 9 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
თურქეთში "კოლხეთის" სავარაუდო მეტოქეები იქნებიან ყირგიზული "დარდაი", უნგრული "პეჩი", ბულგარული "ჩერნო მორე", ჩეხური "ბრნო" და მოლდოვური "ტირასპოლი". იგეგმებოდა მატჩი გროზნოს "ტერეკთანაც", მაგრამ ეს თამაში არ შედგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"