"ზუგდიდმა" თურქეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაიდო ბინა

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" მშობლიურ ქალაქში მზადება 29 იანვარს, საკონტროლო მატჩით დაასრულა. "ბაიას" ბაზაზე ბესიკ შეროზიას გაწვრთნილებმა პირველი ლიგის ბინადარი ხობის "კოლხეთი" 7:2 დაამარცხეს.

ამის შემდეგ "ზუგდიდმა" გეზი თურქეთისკენ აიღო და სიდეში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "როიალ ატლანტისში" დაიდო ბინა. გუნდი თურქეთში 13 დღის განმავლობაში მოემზადება.

"ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე გაფართოებული შემადგენლობა (25 ფეხბურთელი) იახლა.

მეკარეები: ბობღიაშვილი, ივარდავა; მცველები: რიგვავა, პაჭკორია, ღონღაძე, მაჩაიძე, მეგრელიშვილი, ნარმანია, აკობია, კ. ახალაია; ნახევარმცველები: ტყემალაძე, კობერიძე, დ. ქირია, კუტალია, გუგუჩია, წურწუმია, ლომია, ფარჯიკია, ენდელაძე, ც. სამუშია; თავდამსხმელები: ქობალია, ეხვაია, კუკავა,
ბულია, თუთბერიძე.

შეროზიამ ფეხბურთელები პირველივე დღიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა და თურქულ შეკრებასაც ამ რეჟიმით გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელი დააწინაურა, ერთი - სულაც ჭაბუკთა ლიგიდან გახლავთ.

ზუგდიდელებმა თურქეთში 4 ტესტ-მატჩი დაგეგმეს. შესაძლოა, ამ განრიგს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრაც დაემატოს. პირველი მეტოქე კი დღეს ლატვიის უმაღლესი ლიგის მეექვსეადგილოსანი, იურმალას "სპარტაკი" იქნება. მატჩი სიდეში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინფო: ზუგდიდმა 3-0 მოიგო, ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა
gorgin
16:48 02-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული