ქუთაისის "ტორპედო" შავ-თეთრ ფერებს იბრუნებს და ლოგოსაც იცვლის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სეზონის განახლებისთვის თურქეთის ზღვისპირა კურორტ ბელექში ემზადება. გიორგი დარასელია დილით აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე აკეთებს, საღამოობით კი მეტ ყურადღებას ბურთიან და ტაქტიკური ტიპის ვარჯიშებს უთმობს.

ქუთათურებმა პირველი სპარინგ-მატჩი 1-ელ თებერვალს, ყაზახეთის 5-გზის ჩემპიონ პავლოდარის "ირტიშთან" გამართეს. ამ გუნდს რუსი დმიტრი ჩერიშევი წვრთნის, კარს კი მეკარე დავით ლორია იცავს.

დარასელიას გუნდმა მატჩი ჩინებულად ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. "ირტიშის" კარში გოლები დავით კირკიტაძემ და ოთარ კვერნაძემ გაიტანეს - 2:0 "ტორპედოს" სასარგებლოდ.

ქუთაისელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: შეყრილაძე, ბანძელაძე (70. იოსელიანი), ჭელიძე, ადამაძე,
ჩიკვილაძე, გოგიჩაიშვილი (80. მირცხულავა), კლიმიაშვილი (70. ქებაძე), ტუღუში (61. ბაბუნაშვილი), კირკიტაძე (65. ზივზივაძე), საბანაძე (72. კვასხვაძე), კვერნაძე (46. კვარაცხელია).

სხვათა შორის, თურქეთშია "ტორპედოს" საპატიო პრეზიდენტი და ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარი მიქიაშვილიც, რომელიც იქ რამდენიმე დღეს დაჰყოფს და ამხანაგურ თამაშებსაც დაესწრება.

და კიდევ - მოგეხსენებათ, "ტორპედოში" "ვისოლის" მისვლის შემდეგ კლუბის ლოგო, ფორმა და ფერები შეიცვალა. გადაწყდა, რომ "ვისოლის" წასვლის შემდეგ 2015 წლიდან ქუთაისური კლუბი ტრადიციულ, შავ-თეთრ ფერებს დაიბრუნებს და ლოგოც ახალი ექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქეცბაია ცამდე მართალი იყო თქვენთან,ბევრთან შეჯახებაში მაინც თვითონ გამოვიდა მტყუანი.......
leko
03:34 03-02-2015
0
აბა თამაში თქვენ არ იცით და ლოგო მაინც შეცვალეთ
its true
17:22 02-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული