ქუთათურებმა პირველი სპარინგ-მატჩი 1-ელ თებერვალს, ყაზახეთის 5-გზის ჩემპიონ პავლოდარის "ირტიშთან" გამართეს. ამ გუნდს რუსი დმიტრი ჩერიშევი წვრთნის, კარს კი მეკარე დავით ლორია იცავს.
დარასელიას გუნდმა მატჩი ჩინებულად ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. "ირტიშის" კარში გოლები დავით კირკიტაძემ და ოთარ კვერნაძემ გაიტანეს - 2:0 "ტორპედოს" სასარგებლოდ.
ქუთაისელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: შეყრილაძე, ბანძელაძე (70. იოსელიანი), ჭელიძე, ადამაძე,
სხვათა შორის, თურქეთშია "ტორპედოს" საპატიო პრეზიდენტი და ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარი მიქიაშვილიც, რომელიც იქ რამდენიმე დღეს დაჰყოფს და ამხანაგურ თამაშებსაც დაესწრება.
და კიდევ - მოგეხსენებათ, "ტორპედოში" "ვისოლის" მისვლის შემდეგ კლუბის ლოგო, ფორმა და ფერები შეიცვალა. გადაწყდა, რომ "ვისოლის" წასვლის შემდეგ 2015 წლიდან ქუთაისური კლუბი ტრადიციულ, შავ-თეთრ ფერებს დაიბრუნებს და ლოგოც ახალი ექნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"