სამტრედია-პიასტი 1:3 - მარცხი წვიმაში

AutoSharing Option
თურქეთში მყოფმა "სამტრედიამ" პირველი საწვრთნელი მატჩი გამართა. ზაზა ზამთარაძის გუნდი პოლონური ექსტრაკლასას ბინადარ "პიასტთან" (მე-10 ადგილზეა) 1:3 დამარცხდა.

მატჩი წვიმის თანხლებით ჩატარდა, თუმცა ტემპი არ დაიწუნებოდა. ორივე გუნდმა თამაში შეტევებზე ააგო.

სამტრედიელთაგან ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა (მატჩის ბოლოს წითელი ბარათი უჩვენეს) გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (1:2). თუმცა მატჩის მიწურულს "ბოლტონიდან" წამოსულმა კამილ ვილჩეკმა შეაგდო და "პიასტს" გამარჯვება დაუბევა.

სამტრედია (ძირითადი შემადგენლობა): მუჯრიშვილი - ბეჭვაია, კაკუბავა, შალიკაშვილი, კვირკველია, დოლიძე, დათუნაიშვილი, შარიქაძე, გეწაძე, გორგიაშვილი, კერძევაძე.

2 თებერვალს "სამტრედია" კორეის
გუნდს (უმაღლესი ლიგა) შეხვდება, 4 თებერვალს - ტირასპოლის "შერიფს", ხოლო 7-ში - გროზნოს "ტერეკს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული