1-ელ თებერვალს თურქეთში მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" მოსამზადებელი ეტაპის პირველ საკონტროლო მატჩში ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონ პავლოდარის "ირტიშს" 2:0 მოუგო, 2-ში კი გიორგი დარასელიას გაწვრთნილებმა კიდევ ერთი სპარინგ-მატჩი ჩაატარეს - "ტორპედოს" მეტოქე სამხრეთკორეული "ჯეჯუ იუნაიტედი" (მთავარ ლიგაში ეს გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა) იყო.
სამწუხაროდ, "ტორპედო" დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:4. იმასღა დავძენთ, რომ 72-ე წუთზე მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა ბექა ტუღუშს.
საინტერესოა, რომ "ჯეჯუ იუნაიტედთან" ქუთაისური კლუბის ფორმა მოირგო "მონაკოს" აღზრდილმა ბლანცელ კუსალუკამ. 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი ბოლოს
ჯერჯერობით უცნობია, ჩაირიცხება თუ არა კუსალუკა ქუთაისელთა რიგებში.
"ტორპედომ" კორეელების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ტყეშელაშვილი, იოსელიანი, მახვილაძე, მირცხულავა, ადამაშვილი (52. ბანძელაძე), მამასახლისი (70. კვერნაძე), კუსალუკა (46. კირკიტაძე), კვასხვაძე (46. საბანაძე), ბაბუნაშვილი (46. ქებაძე), ზ. ხურციძე (46. ტუღუში), ზივზივაძე (46. კვარაცხელია).
მომდევნო ტესტ-მატჩს ქუთაისის "ტორპედო" 5 თებერვალს, ტაშკენტის "პახტაკორთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"