"შეკრებაზე საუკეთესო მოსამზადებელ პირობებში ვართ. ვარჯიშები, გარემო, სათამაშო მოედნები - ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ნაყოფიერად მოვემზადოთ და თამაშებზე ბოლომდე დავიხარჯოთ.
საინტერესო სპარინგ-მატჩები ჩავატარეთ. "შტურმთან" მაღალ ტემპში ვითამაშეთ და ვფიქრობ, იმ შეხვედრის მოგებაც შეგვეძლო. "ვორსკლასთან", რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი გუნდია, ნამდვილად არ იყო წასაგები მატჩი.
"სპარტამ" კი გვაჯობა. "სპარტა" მაღალი დონის გუნდია და ჩვენს შემადგენლობაში უმეტესობას არც გვითამაშია ასეთი კალიბრის გუნდებთან.
ამ შეკრებაზე, ყველაფერთან ერთად, გამოცდილებასაც
ადგილობრივების უმეტესობასთან ერთად გვითამაშია და ფაქტობრივად, არც მოხვედრილან უცხო გარემოში. უცხოელებს რაც შეეხებათ, ყველა ძალიან მონდომებულია და პიროვნული დადებითი მხარეებიც ეტყობათ.
მალე დავმეგობრდით და მათ ყველანი გვერდში ვუდგავართ. განსაკუთრებით, მინდა გამოვყო მეკარე.
ლიბორი უაღრესად პროფესიონალი და მონდომებული ფეხბურთელია, რაც ყველაფერში ეტყობა, შეცდომისგან კი არავინ ვართ დაზღვეული.
წინა შეკრებებზეც ვიყავი გუნდთან ერთად. ახლა ვგრძნობ პროგრესს და ვთვლი, რომ ასე მომზადებული არც ვყოფილვარ. უფრო მეტად ვგრძნობ პასუხისმგებლობასაც, ენერგიასაც.
დარწმუნებული ვარ, "დინამო" გაცილებით მომზადებული და მომატებული შეხვდება მეორე წრეს. ჩვენი მიზანი ტიტულების შენარჩუნებაა", - თქვა კაკაბაძემ.
წყარო: fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
დინამო (თბ)-სპარტა 1:3 - ჰრდლიჩკას მინუსი, მანუელს პლუსი [VIDEO]