დინამო (ბთ)-სპარტაკუსი 2:1 - არზიანი და დარციმელია ბათუმელთა წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამომ" თურქეთის დაბა ბელექში მორიგ საკონტროლო მატჩში უნგრულ ნირედიჰაზას "სპარტაკუსს" 2:1 სძლია.

ანგარიში შოთა ჭეიშვილის გუნდმა გახსნა - მეტოქის კარის ბადე ირაკლი ჩირიკაშვილმა შეარხია, მაგრამ უნგრელებმა 13 წუთში წონასწორობა აღადგინეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი ამირან აბუსელიძემ ბათუმელები წინ გაიყვანა და როგორც ბოლოს გაირკვა, ეს გოლი გამარჯვებისა ყოფილა.

დინამო: მამინაშვილი - ქორიძე (80. ქათამაძე), მახარაძე, ტეტუნაშვილი, მაკარიანი - შონია, ჩირიკაშვილი, თევდორაძე (75. სეფიაშვილი), ქავთარაძე (46. ბერიაშვილი), ჭკუასელი - აბუსელიძე (68. ვარშანიძე).

"სპარტაკუსის" სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო - ზურაბ არზიანი
მეორე ტაიმში შეცვალეს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა დავით დარციმელიამ კი შეუცვლელად ითამაშა.

ბათუმელები თურქეთში 12 თებერვლამდე მოემზადებიან და კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ: 8 თებერვალს რუმინეთის უმაღლესლიგელ "ოცელულს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 11-ში - სერბეთის სუპერლიგის წარმომადგენელ ბელგრადის ოფკ-ს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული