ლოკომოტივი (თბილისი) - რაპიდი (ბუქარესტი) 0:0 - ტოლი არაფერში დაუდეს...

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ვასილ მაისურაძის გუნდი ბუქარესტის "რაპიდს" შეხვდა და უგოლოდ დაუზავდა.

აი, ასე - გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ლოკომოტივმა" სოლიდურ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო.

"შეხვედრა ძალზე დაძაბულად წარიმართა. ბიჭებმა გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით.

სამწუხაროდ, დიასამიძემ, ართმელიძემ, არდაზიშვილმა და გავაშელიშვილმა ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. რუმინელებმა კი 75-ე წუთზე პენალტი გააფუჭეს, რომელიც მსაჯმა საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დანიშნა.

კარგად ითამაშა ჩვენმა მეკარე მიქავამ, რომელმაც ორჯერ გადაგვარჩინა", - გვითხრა "ლოკომოტივის" მენეჯერმა თამაზ ბოკერიამ.

ლოკომოტივი:
მიქავა - დუმბაძე, სანდოხაძე, კუსიანი, უბილავა - სულთანიშვილი, ღვინაშვილი, დიასამიძე - არდაზიშვილი, ართმელიძე - გავაშელიშვილი. შეცვლაზე: წივწივაძე, ჩიტეიშვილი, კუხალაშვილი, გაგნიძე, ჩიხლაძე.

Sportall.Ge

მაისურაძის გუნდი მომდევნო საწვრთნელ მატჩს 8 თებერვალს, ჩინურ "ჰუნან ქსინგტაოსთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს გუნდი უნდა თამაშობდეს მ-2-რე ლიგაში და ზოგიერთი...................გენაცვალეთ ბიჭებოო........
Tamriko
15:47 06-02-2015
0
მაისურაძე კარგი მწვრთვნელია და იმედი მაქვს ახალი ფედერაცია მეტად დააფასებს მას და მის შედეგებს.კომისიაა შესაქმნელი ,რომელიც საფეხბურთო სკოლებში ივლის და სიტუაციას შეისწავლის.ნათელი მომავლის შენება ,მხოლოდ ბნელი წარსულის გაანალიზებით არის შესაძლებელი.
zviad
15:43 06-02-2015
0

სიახლეები პოპულარული