აი, ასე - გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ლოკომოტივმა" სოლიდურ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო.
"შეხვედრა ძალზე დაძაბულად წარიმართა. ბიჭებმა გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით.
სამწუხაროდ, დიასამიძემ, ართმელიძემ, არდაზიშვილმა და გავაშელიშვილმა ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. რუმინელებმა კი 75-ე წუთზე პენალტი გააფუჭეს, რომელიც მსაჯმა საკმაოდ საეჭვო ვითარებაში დანიშნა.
კარგად ითამაშა ჩვენმა მეკარე მიქავამ, რომელმაც ორჯერ გადაგვარჩინა", - გვითხრა "ლოკომოტივის" მენეჯერმა თამაზ ბოკერიამ.
მაისურაძის გუნდი მომდევნო საწვრთნელ მატჩს 8 თებერვალს, ჩინურ "ჰუნან ქსინგტაოსთან" გამართავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"