სიონი-ამკარი 0:0 - ტაიმები განსხვავებული სცენარით

AutoSharing Option
8 თებერვალს ბოლნისის "სიონმა" თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგი გამართა. ლადო ბურდულის გუნდი რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე მყოფ პერმის "ამკარს" დაუზავდა - 0:0.

პირველი ტაიმი მძიმე და არცთუ საამოდ საცქერი გამოდგა. საგოლე მომენტები, პრაქტიკულად, არ შექმნილა.

მეორე ტაიმი სხვა სცენარით წარიმართა. "სიონმა" მეტოქის კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა გამარჯვებისა ეგრეც ვერ შეაგდო. განსაკუთრებით, უნდა აღინიშნოს ბრაზილიელი სილვასა და გიორგი მიქაბერიძის მიერ შექმნილი შანსები.

"სიონმა" "ამკართან" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბათიაშვილი, ფოფხაძე, სვანიძე, ინწკირველი, ჯინჭარაშვილი, გიორბელიძე, გოგობერიშვილი, ბერიძე, სიჭინავა, ლობჟანიძე,
ჭიკაიძე; მეორე ტაიმი: ბათიაშვილი, ფოფხაძე, ცნობილაძე, გაფრინდაშვილი, ქებურია (ბერიძე), საჯაია, გურეშიძე, მიქაბერიძე, ცხადაია, სილვა, ლუისი.

"სიონი" თურქულ შეკრებაზე მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ბოლნისელთა პრესსამსახურის ცნობით, ამ თამაშს პირდაპირ ეთერში აჩვენებს რუმინეთის "საზოგადოებრივი არხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული