სამტრედია-ტერეკი 1:1 - თურქეთში ლევან კობიაშვილიც ჩავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიამ" თურქულ შეკრებაზე მეოთხე საკონტროლო შეხვედრა რუსულ კლუბთან გამართა - ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილები რუსული პრემიერლიგის ბინადარ გროზნოს "ტერეკს" დაუპირისპირდნენ და 1:1 ითამაშეს.

სხვათა შორის, "სამტრედიას" თურქულ შეკრებაზე ლევან კობიაშვილმა ჩააკითხა...

"სამტრედიამ" კი მასზე ბევრად მდიდარ და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და მოგების შანსიც ჰქონდა.

ანგარიში მეორე ტაიმში თორნიკე გორგიაშვილმა (სპარინგებში თავი უკვე მესამედ გამოიჩინა) გახსნა, როცა 58-ე წუთზე ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა.

"ტერეკმა" წონასწორობა მხოლოდ ბოლო წუთზე აღადგინა. იმერელთა მეკარე რევაზ თევდორაძემ მეტოქის შეტევა კი მოიგერია, მაგრამ
დამატებაზე იგორ ლებედენკომ იმარჯვა - 1:1.

სამტრედია: თევდორაძე - გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - დათუნაიშვილი (გორგიაშვილი), ბეჭვაია - დოლიძე, შარიქაძე, გეწაძე - ი. კერძევაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
4 ჯერ!!!!გაიტანა გორგიმ
0
ბოლქვაძე სამტრედიაშია ტუ არა
davit
14:10 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული