ტორპედო-დებრეცენი 2:2 - საპატიო ფრე უნგრელებთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" თურქეთში მეოთხე ამხანაგური მატჩი უნგრულ "დებრეცენთან" გამართა. ცნობისთვის, 2004 წლიდან მოყოლებული, ეს გუნდი 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 2009/10 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა.

ამჟამად ”დებრეცენი” უნგრეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ მე-4 ადგილზეა.

რაც შეეხება 7 თებერვალს გამართულ მატჩს, ანგარიში უნგრელმა რენე მიჰელიჩმა გახსნა. ოთარ კვერნაძემ წონასწორობა მალევე აღადგინა.

მეორე ტაიმში ქუთაისელები წინ გავიდნენ - გოლი თენგიზ ჩიკვილაძემ გაიტანა, თუმცა მსაჯის მიერ წამატებულ დროში ლაზარ პალიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ტორპედო: შეყრილაძე - ბანძელაძე, მირცხულავა,
ადამაძე, ჩიკვილაძე (78. გოგიჩაიშვილი) - ჭელიძე (46. ზივზივაძე), კლიმიაშვილი (60. ქებაძე), ბ. ტუღუში (69. მახვილაძე), კირკიტაძე (58. ნ. კვასხვაძე), საბანაძე (68. მამასახლისი), კვერნაძე (65. იოსელიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული