კახა გოგიჩაიშვილის გუნდი უკრაინის პრემიერლიგის ბოლოადგილოსან მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუპირისპირდა. ანტალიაში გამართული შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - ფრე 0:0.
დინამოელებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარეს: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე (ტაბატაძე, 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (გუგა, 74), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე, მანუელი (უგულავა, 60).
შეგახსენებთ, რომ სეზონის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში "დინამომ" თურქეთში სულ 6 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც ორი მოიგო, ორი წააგო და ორიც ფრედ დაასრულა.