გია გრიგალავა: არც "ანჟის" აქვს ჩემთან პრეტენზია და არც მე მასთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ მას შემდეგ, რაც მახაჭყალის "ანჟისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა - მახაჭყალის კლუბმა, რომელსაც ქართველთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, პირდაპირ თუ ირიბად, გრიგალავას აკრძალული პრეპარატების მოხმარება დასწამა.

"ანჟის" მშვიდობიანად დავშორდი. კლუბს ჩემთან არ აქვს პრეტენზია, არც მე მასთან. ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო გუნდის გულშემატკივრებს, რომლებსაც ჩემი ბოლომდე სჯეროდათ", - უთხრა გრიგალავამ "ჩემპიონატ.ქომ"-ს.

სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ამ დროისთვის უცნობია. ბოლო ინფორმაციით, გრიგალავას პერმის "ამკარში" იწვევენ, რომლის
მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა მას გადასვლა ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში შესთავაზა.

ასევე იხილეთ:
"სხვაგვარად ნარკოტიკი ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, "ანჟის" თავს არ დავაჩაგვრინებ!"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გია შენი გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელო თამაში ვიცით რომ გვასახელებ
irina
12:17 11-02-2015
0
ესაო ისაო,ამას ვიზამ იმას ვიზამ რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და მაგათ მაინც დავუმტკიცებ ჩემს სიმართლესოო
sake
13:42 11-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული