გიორგი ფანცულაია: "ზესტაფონში" დაბრუნება? გამორიცხული არაფერია!

AutoSharing Option
"ლელო" ხშირად აშუქებდა გიორგი ფანცულაიას უკრაინულ ოდისეას. 21 წლის შემტევი დონეცკის "ოლიმპიკში" ისინჯებოდა და ამ გუნდის შემადგენლობაში კიევში გამართულ "მაკაროვის მემორიალზეც" ითამაშა.

მანამდე კი ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. იწვევდნენ საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში...

ჩვენთვის მოულოდნელად, ფანცულაიამ დონეცკური გუნდი დატოვა. არადა, ის კლუბის სამწვრთნელო შტაბსა და "ოლიმპიკის" ხელმძღვანელობაზე თითქოს კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

რა და როგორ მოხდა სინამდვილეში, ამაზე თავად მოგვიყვება...

- ვიცით, დონეცკის "ოლიმპიკში" თქვენით ყველა კმაყოფილი იყო, მაგრამ უცბად გუნდი დატოვეთ. რა მოხდა, ტრავმა ხომ არ იყო მიზეზი?
- არა, ტრავმა არაფერ შუაშია. ჯანმრთელად ვიყავი...

- მაშ, რა მოხდა?
- ყველაფერი ფინანსებთან იყო დაკავშირებული. იცით, რაც ხდება უკრაინაში. გუნდი დონეცკიდან კიევშია გადასული...

- სხვა ვარიანტები არის?
- ჯერ ისეთი არაფერია, კონკრეტულად რომ ვისაუბროთ...

- ამბობენ, რომ შესაძლოა, თქვენს ყოფილ კლუბს, "ზესტაფონს" დაუბრუნდეთ...
- არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, არც "ზესტაფონში" დაბრუნებას. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. უმჯობესია, მოვლენებს არ გავუსწროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული