თბილისის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა, მათ შორის 4 ლეგიონერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 თებერვალს, თბილისის "დინამომ" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში გამართა და სპორტულ მედიას გუნდის ახალწვეულები წარუდგინა.

თბილისის "დინამოში" ჩაირიცხნენ:

ლიბორ ჰრდლიჩკა - 29 წლის სლოვაკი მეკარის ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს "მეტალურგი" იყო. იგი ბრატისლავის "ინტერის" აღზრდილია. თამაშობდა "რუჟომბეროკში", ასევე, ჩეხურ "ბრნოში". ჰრდლიჩკა 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

რენე ფერეირა - 22 წლის ბრაზილიელი მცველი, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" გამოდიოდა. რენე "დინამოში" 25 ნომრით ითამაშებს.

სტეფან ბუკორაცი - 24 წლის სერბი ნახევარმცველი სამშობლოში "დონი სრემის" ღირსებას იცავდა. სერბის სათამაშო ნომერი იქნება
20.

მანუელ ონვუ - 27 წლის ესპანელი ფორვარდი წლების მანძილზე პამპლონას "ოსასუნას" ღირსებას იცავდა. იგი გუნდთან ერთად ესპანეთის ელიტარულ პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა, მიმდინარე სეზონში კი სეგუნდაში ასპარეზობდა. მანუელმა 9-ნომრიანი ფორმა მოირგო.

ვაჟა ტაბატაძე - 24 წლის მცველი ქუთაისის "ტორპედოდან", რომელიც 5 ნომრით ითამაშებს.

ვახტანგ ჭანტურიშვილი - 21 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონიდან" გადმოვიდა. ჭანტურიშვილი 77-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

ბექა მიქელთაძე - 17 წლის თავდამსხმელი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონიდან". საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი. მიქელთაძე 97-ნომრიან ფორმას მოირგებს.

ოთარ კიტეიშვილი - 18 წლის ნახევარმცველი, რომელიც რუსთავის "მეტალურგში" ასპარეზობდა. არის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი (მცირე ტრავმის გამო არ იმყოფებოდა ვარჯიშზე). კიტეიშვილი 13 ნომრით ითამაშებს.

ამასთან, "დინამოს" დაუბრუნდა 22 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელიც იჯარით საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა. ჯიღაური 31-ნომრიან ფორმას მოირგებს.

* * *
"დინამო" მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას 10 იანვრიდან შეუდგა. ორი კვირის მანძილზე გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებოდა, 26 იანვრიდან 10 თებერვლამდე საწვრთნელი შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც 6 ტესტ-მატჩი ჩაატარა.

28 იანვარი - შტურმი (გრაცი, ავსტრია) 1:1
30 იანვარი - ვორსკლა (პოლტავა, უკრაინა) 0:1
3 თებერვალი - სპარტა (პრაღა, ჩეხეთი) 1:3
4 თებერვალი - ნასაფი (კარში, უზბეკეთი) 1:0
6 თებერვალი - კორონა (კელცე, პოლონეთი) 2:0
9 თებერვალი - ილიჩევეცი (მარიუპოლი, უკრაინა) 0:0

მომზადებულია www.fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დისიპლინას სანამ არ ვისწავლიდ დინამოდანაც და სხვა გუნდებიდანაცგაუსჰვებენ ნიცჰიერ ქარტველებს.ოსასუნას ტავდასხმელი ტუგინტ ყოპილი ურიგო არაა.დანარცჰენი ქარტველებიც არიან 17 წლის მახარებს ყველაზე მეტად პიპია დინამოს გირრსებას დაუბრუნებს აუცილებლად
LASHA
13:47 14-02-2015
0
ამათ გამო გაუშვით მიგინეიშვილი, ხიზანა, საბანაძე და ძარია.
გიო
22:39 13-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული