გურია-კოლხეთი 1:3 - გურულებმა ფოთელებთან დათმეს

AutoSharing Option
ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, "გურიამ" ფოთის "კოლხეთს" ამხანაგურად უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ანგარიში ფოთელთა ახალწვეულმა, 19 წლის თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ გახსნა. ტაიმის ბოლოს შოთა ჯიქიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ომარ გოგონაიამ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა.

ლანჩხუთელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 73-ე წუთზე გაიტანეს - ფოთელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა თორნიკე მოსიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "გურიის" ფორმით პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსი ბენაშვილმა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

გურია: თებიძე, ჭეიშვილი, ბელოვი,
ცინცაძე, მჭედლიშვილი, ინგოროყვა, კოშკაძე, სიხარულია, შალამბერიძე, კონოვალოვი, შეველი; შეცვლაზე: ბენაშვილი, ისიანი, გაბრიჭიძე, კილაძე, მოსიაშვილი, ღაღანიძე, მათიაშვილი.

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლ. კაკულია, გოგონაია, თ. კაკულია, გურეშიძე, ამბროლაძე, შენგელია, ჯიქია; შეცვლაზე: ძაგანია, გაბისკირია, გუგუშვილი, ნ. სიჭინავა, ქორჩილავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლანჩხუთელებმა დათმეს ფოთელებთან.გურულებმა კი მეგრელებთან.რაღაც არეულეი ჩანხართ ჟურნალისტებო
bacho
16:07 17-02-2015
0

სიახლეები პოპულარული