"სამწუხაროა, რომ ბათუმში სავარჯიშო მოედანი არ გვაქვს. ამაზე მეტი მავნებლობა რა უნდა იყოს, როცა 4 სტადიონი გაგვინადგურეს, ხოლო 2012 წელს ანგისას სტადიონზე ოპოზიციას აქცია რომ არ გაემართა, მოედანი გადახნეს.
ბოლო ორი წელია, რაც ამოვისუნთქეთ, ხალხის შემოტრიალებას და ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებას ვცდილობთ. წლეულს, გაზაფხულზე იწყება ბაზისა და სტადიონის მშენებლობა და იმედიანად ვართ.
დღეს გუნდში 17 ადგილობრივი მოთამაშე გვყავს. ფეხბურთის
ზამთრის შესვენებისას "დინამოში" უმნიშვნელო საკადრო ცვლილება მოხდა: გამოცდილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ გიორგი ქავთარაძე დაიმატეს, დუბლებიდან კი 3 მოთამაშე დააწინაურეს. "დინამო" დატოვეს გიორგი გავაშელიშვილმა და ნიკა პაჭკორიამ, ხოლო დავით ნაკაშიძე ხელვაჩაურის "მაჭახელაში" იჯარით გაუშვეს. ფედიჩკინი ამის მიზეზსაც გვიხსნის:
"ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. არეულ-დარეული გუნდითა და სამ-ოთხთვიანი მოთამაშეებით სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. შემადგენლობის სტაბილურობა წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა.
ჩვენი ამოცანა გუნდის უკეთ შეთამაშება და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლაა. ამას ხელს უწყობს კლუბში როლების გადანაწილება. მე მწვრთნელის საქმეში არ ვერევი. ყველამ თავისი საქმე იცის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"