"ზესტაფონის" შეტევის ხაზს ირაკლი სიხარულიძეც შეავსებს

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 24 წლის ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე "ზესტაფონის" ღირსებას დაიცავს.

ტანმაღალმა და გოლზე დაგეშილმა შემტევმა უკვე კარგა ხანია, საქართველოს ჩემპიონატში დაიმკვიდრა ადგილი. მას სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", "ვიტ ჯორჯიაში", "მეტალურგსა" და ბათუმის "დინამოში" უთამაშია. ბოლოს ისევ "მეტალურგის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.

მოგეხსენებათ, "მეტალურგში" ახლა ფინანსური კრიზისია და ფეხბურთელები ერთიმეორის მიყოლებით მიდიან გუნდიდან. შესაძლოა, "ზესტაფონში" გააგრძელოს კარიერა "მეტალურგის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა - გამოცდილმა მეკარე გრიგოლ ბედიაშვილმა.

"ზესტაფონს" თავდასხმის ხაზში გარკვეული პრობლემები ჰქონდა და გუნდში
სიხარულიძის გამოჩენამ ეს სირთულე მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული