როგორც შევიტყვეთ, სეზონთაშორის პერიოდში იმერლები რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდნენ. ახალწვეულთა შორის უნდა გამოვარჩიოთ "სამტრედიის" ორი ყოფილი მოთამაშე - ბიჭიკო გედენიძე და ილია პავლიაშვილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში პავლიაშვილს შედარებით ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, ხოლო გედენიძეს თითქმის მუდმივად ვხედავდით სამტრედიელთა შემადგენლობაში.
53 წლის ჟორჟიკაშვილს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. მას "მეტალურგში", "ზესტაფონში", საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებსა
ჟურნალისტების დიდი მეგობარი, თავის პროფესიაზე ფანატიკურად შეყვარებული ჟორჟიკაშვილი ბოლო დროს უმუშევარი იყო და კარგია, რომ გაურკვევლობას წერტილი დაესვა.
სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგებში ბოლო დროს რამდენიმე ამბიციური გუნდი გამოჩნდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული ფეხბურთის განვითარებას.
თავდაპირველად, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჟორჟიკაშვილი "იმერეთის" მთავარ მწვრთნელად იმუშავებდა, თუმცა "ლელოსთან" საუბარში ეს ცნობა უარყო:
"მთავარ მწვრთნელობაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. ამ ეტაპზე, კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ახალგაზრდა კადრების აღზრდა-განვითარებას გავუწიო მეთვალყურეობა. "იმერეთს" დიდი გეგმები აქვს და მოხარული ვიქნები, თუ მათ განხორციელებაში ჩემი წვლილიც იქნება", - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"