33 წლის ხიზანიშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. ამას გარდა, უთამაშია შოტლანდიურ "დანდისა" და "რეინჯერსში", ინგლისურ "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში", ასევე, თურქულ "ქაისერისფორში".
მაგრამ რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, 16-წლიან კარიერაში ხელოვნურ საფარზე მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 1999 წელს, მოსკოვში, როცა თბილისის "დინამოს" ფორმით "თანამეგობრობის თასზე"
თურქეთის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულმა კარიერა თბილისის "დინამოში" რომ გააგრძელა, ხელოვნურ საფარზე თამაშს არიდებდნენ, რაკი ტრავმის რისკი არსებობდა.
ახლა ხიზანიშვილს "სამტრედიაში" სხვა გზა არ აქვს, "ეროსი მანჯგალაძეზე" ხომ ხელოვნური საფარია და მიუხედავად რისკისა, ასეთ მოედანზე თამაშს მაინც დათანხმდა, მერე კი არ დამალა, რომ 16 წლის შემდეგ ხალიჩაზე პირველად თამაში გაუჭირდა.
თუმცა ხიზანიშვილი მეგობრებს გვერდში დაუდგა და სხვა გზა არცაა - ცდილობს, ეს სირთულე დასძლიოს და მეტოქეებთან ერთად, ხელოვნურ საფარსაც გაუმკლავდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"