უმაღლესი ლიგა. XVI ტური: "გურიამ" და "ზუგდიდმა" ერთნაირად მოიგეს

AutoSharing Option
21 თებერვალს საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი XVI ტურის ორი მატჩით განახლდა.

ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე "გურიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა, "ზუგდიდმა" კი ბაიას ბაზაზე ქობულეთის "შუქურა" მიიღო. ორივე შეხვედრა ერთნაირი სცენარით წარიმართა და უგოლო პირველი ტაიმების შემდეგ, მასპინძელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ლანჩხუთში გამართულ მატჩში მასპინძლებს გამარჯვება თორნიკე მოსიაშვილმა (50-ე წუთი) მოუტანა.

ამ მოგებით "გურიამ" 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე აღზევდა, "ზუგდიდმა" კი ბოლო ადგილს დააღწია თავი და 15 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

უმაღლესი ლიგის XVI ტურის
დანარჩენი ექვსი შეხვედრა ხვალ, 22 თებერვალს ჩატარდება.

იხილეთ ვრცლად:
უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინ: დიდი აჟიოტაჟის მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვასო, იყავი მატჩზე? :))
Luka
23:43 21-02-2015
0
რა მაგარი გოლი გაიტანა გურიის ფეხბურთელმა. ბრავო
Vaso
16:23 21-02-2015
0

სიახლეები პოპულარული