ლანჩხუთის "გურიამ" კიდევ ერთი უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" უკრაინელი ლეგიონერი, 26 წლის შუახაზელი დიმიტრი ზაზულია დაიმატა. ამის შესახებ კლუბის "ფეისბუქის" გვერდი იუწყება.

ის უკვე შეხვდა კლუბის პრეზიდენტს, ზაზა ურუშაძეს, რომლის თქმით - ახალწვეული მათ დახმარებას უკვე შაბათს, 28 თებერვალს "შუქურასთან" შეხვედრაში შეძლებს.

"ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან კონსულტაცია გავიარეთ და მესამე ლეგიონერით გავძლიერდით - დიმიტრი ზაზულიას შეუძლია ნახევარდაცვასა და დაცვაში თამაში. ის ჩვენს გუნდს უთუოდ გააძლიერებს", - ამბობს ურუშაძე.

რაც შეეხებათ დანარჩენ უკრაინელებს, ესენი არიან: ნახევარმცველი დიმიტრი კონოვალოვი, რომლის დებიუტი წინა ტურში შედგა და თავდამსხმელი იური შეველი, რომლის
სატრანსფერო საკითხები "შუქურასთან" მატჩამდე მოგვარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული