უმაღლესი ლიგა. XVII ტური: აჭარულმა გუნდებმა ერთნაირად მოიგეს

AutoSharing Option
28 თებერვალს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XVII ტური ორი შეხვედრით გაიხნსა, რომლებშიც ერთნაირი ანგარიშით (2:0) გაიმარჯვეს აჭარულმა გუნდებმა - ბათუმის "დინამომ" და ქობულეთის "შუქურამ".

ფოთის "კოლხეთმა" ბათუმის "დინამოს" ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა. ანგარიში 43-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა 11-მეტრიანით გახსნა, ასევე პენალტი აქცია გოლად 70-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა.

ქობულეთში "შუქურამ" ლანჩხუთის "გურიას" აჯობა. "ჩელე არენაზე" ანგარიში 65-ე წუთზე ლაშა ჩაფიძემ გახსნა, 72-ეზე კი ადრიან პუკანიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურის დანარჩენი ექვსი შეხვედრა, კვირას, 1-ელ მარტს გაიმართება.

იხილეთ: უმაღლესი ლიგა.
XVII ტურის წინ: მალე გაზაფხული მოვა!

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბათუმმა რა უნდა თქვას.
მმ
01 მარტი 2015 10:09
0
იYო დრო, ცხონებულმა იმედო დუნდუამ,
მოსკოვიდან კოლოსკოვის მიერ გამოგზავნილ, ფეხბურთის სამამართველოს კომისიის წევრებს, ფოთი და ფოთის სტადიონი, ლანჩხუთად და ლანჩხუთის სტადიონად გააცნო, ლანჩხუთის სტადიონი კი სავარჯიშო ბაზად.
okribeli
28 თებერვალი 2015 22:53
0
რაც ხდება არის დიდი უსამართლობა ფოთს სტადიონი არ ააქ და ფაქტიურად ყველა მატჩს ატარებს გასვლას.პირამიდა უფრო მალე აშენდა ვიდრე ჩვენთან სტადიონი.
ფოთელი
28 თებერვალი 2015 17:13
0

სიახლეები პოპულარული