"ზუგდიდი" მეგრულ დერბიში ფოთის "კოლხეთს" გაძლიერებული დახვდება

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურში "ზუგდიდი" ფოთის "კოლხეთს" 6 მარტს უმასპინძლებს.

ბესიკ შეროზიას გუნდისთვის ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: ჯერ ერთი, მეგრული დერბის მოგება პრინციპული საკითხია და მეორეც - "ზუგდიდი" და "კოლხეთი" უშუალო კონკურენტები არიან.

შეროზიას "ზუგდიდმა" საგაზაფხულო ეტაპი წარმატებით დაიწყო - ზედიზედ ორი გამარჯვებით, მანამდე ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი სახიფათო ზონას ცოტათი დაშორდა, მე-13 ადგილზე აინაცვლა და ქულებით (18) "კოლხეთს" გაუთანაბრდა.

ზუგდიდელები მატჩს მატებით ხვდებიან. ერთი კია, დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ავთო ენდელაძე ვერ
დაეხმარება, მაგრამ სამაგიეროდ, ზუგდიდელთა რიგებს ლევან კუტალია და გოდერძი მაჩაიძე დაუბრუნდნენ, რომლებმაც იმავე მიზეზით წინა ტური გამოტოვეს.

გარდა ამისა, შესაძლოა, შეროზიამ დავით მეგრელიშვილიც დაიხმაროს. მარცხენა მცველი ტრავმირებული იყო და რუსთავის "მეტალურგთან" მატჩი ამიტომაც გამოტოვა. მეგრელიშვილმა ვარჯიშები განაახლა და ახლა საერთო ჯგუფში სრული დატვირთვით ემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული