ბათუმის სტადიონის მაკეტს მარტში დაამტკიცებენ, მშენებლობა კი აგვისტოდან დაიწყება

AutoSharing Option
პირველი წრის ბოლოს დაწყებული აღმასვლა ბათუმის "დინამომ" საგაზაფხულო ეტაპის პირველ ორ ტურშიც გააგრძელა. შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილებმა ქობულეთში ჯერ რუსთავის "მეტალურგი" დაამარცხეს (2:0), ხოლო შემდეგ იმავე ანგარიშით სტუმრად ფოთის "კოლხეთსაც" სძლიეს და ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

ეს წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ გუნდს მშობლიურ ქალაქში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. იყო დრო, ბათუმი სანაკრებო და ევროსაკლუბო შეხვედრებსაც მასპინძლობდა, მაგრამ... ცნობილი ამბავია - ბულვარში სტადიონის დანგრევის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ქართული კლუბი საკუთარი არენის გარეშე დარჩა.

ასე გრძელდება 2006 წლის შემდეგ და სწორედ
ამიტომ დავინტერესდით, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, რომელ სტადიონზე ითამაშებს ბათუმის "დინამო"?

აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი გარკვეულია.

"ევროთასებზე ჩვენი საშინაო არენის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამის თაობაზე, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებს შევხვდით და ეს-ესაა, გავაფორმეთ კონტრაქტი, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშებთ", - გვითხრა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა.

მისივე თქმით, ჩემპიონატში გუნდის წარმატებულმა თამაშმა ბათუმში სტადიონის მშენებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა:

"წინ მივიწევთ, მე-3 ადგილზე ვართ და ევროპის ლიგაზე მოხვედრისა და გუნდის აღორძინების რეალური პერსპექტივა გვაქვს. ამიტომ ბათუმში სერიოზულად ფიქრობენ სტადიონის აშენებაზე.

ბოლო ამბავს გეუბნებით, რაც უკვე გადაწყვეტილია - ახალი არენის მაკეტს 12 მარტს დაამტკიცებენ, შემდეგ პროექტსაც დაამუშავებენ და აგვისტოში მშენებლობაც დაიწყება.  წესით, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქს ორ წელიწადში დაუბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ მაკეტით თუ ვიმსჯელებთ,ტრიბუნების ნაწილი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის არ არის განკუთვნილი.პირველი რიგებიდან კარების გვერდიდან და უკნიდან ფეხბურთს ვერ ხედავ...
zaza
12:31 05-03-2015
0
ამის დამპროექტებელს ფეხბურთის ქომაგი ფეხებზე კიდია!იდიოტური პროექტია,რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს საფეხბურთო აურას სტადიონზე!-ეს არაა საფეხბურთო სტადიონი!საერთოდ დღეს რაც კეთდება საქართველოში,ისიც სრულიად იდიოტურად!მარტვილში დააგეს პლასტმასის გაზონი და ისიც ტრიბუნებიდან შორს!ფეხბურთი გულშემატკივრისთვის არაა საქართველოში?სტადიონი გულშემატკივრისთვის არ შენდება?რაში ხარჯავთ ფულს,თუ აზრზე არ არიან როგორ და რა მიზნით უნდა ააშენოთ სტადიონი?საფეხბურთო აურას სტადიონზე ქმნის გულშემატკივარი და ფეხბურთელი,რომლებიც ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყვნენ!ეს მთავარი პოსტულატი ავიწყდებათ
zaza
12:40 05-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული