ეს წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ გუნდს მშობლიურ ქალაქში ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. იყო დრო, ბათუმი სანაკრებო და ევროსაკლუბო შეხვედრებსაც მასპინძლობდა, მაგრამ... ცნობილი ამბავია - ბულვარში სტადიონის დანგრევის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ქართული კლუბი საკუთარი არენის გარეშე დარჩა.
ასე გრძელდება 2006 წლის შემდეგ და სწორედ
აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი გარკვეულია.
"ევროთასებზე ჩვენი საშინაო არენის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამის თაობაზე, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებს შევხვდით და ეს-ესაა, გავაფორმეთ კონტრაქტი, რომ "დინამო არენაზე" ვითამაშებთ", - გვითხრა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა.
მისივე თქმით, ჩემპიონატში გუნდის წარმატებულმა თამაშმა ბათუმში სტადიონის მშენებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა:
"წინ მივიწევთ, მე-3 ადგილზე ვართ და ევროპის ლიგაზე მოხვედრისა და გუნდის აღორძინების რეალური პერსპექტივა გვაქვს. ამიტომ ბათუმში სერიოზულად ფიქრობენ სტადიონის აშენებაზე.
ბოლო ამბავს გეუბნებით, რაც უკვე გადაწყვეტილია - ახალი არენის მაკეტს 12 მარტს დაამტკიცებენ, შემდეგ პროექტსაც დაამუშავებენ და აგვისტოში მშენებლობაც დაიწყება. წესით, ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქს ორ წელიწადში დაუბრუნდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"