თბილისის "დინამომ" ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "ზესტაფონი" მიიღო.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ზესტაფონელებმა მე-4 წუთზე მოახერხეს. ზვიად სიხარულიამ დინამოელთა მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და "ზესტაფონი" დააწინაურა.

მასპინძლებმა გათანაბრება 45-ე წუთზე შეძლეს. გოლით მანუელ ონვუ გამოირჩა. ხოლო 58-ე წუთზე ონვუმ პენალტი შეასრულა ზუსტად და "დინამო" დააწინაურა, თუმცა 69-ე წუთზე წონასწორობა გურამ სამუშიამ აღადგინა - 2:2.

სამუშიას გოლიდან 5 წუთში "დინამო" კვლავ დაწინაურდა, ამჯერად ლაშა თოთაძე გამოირჩა. საბოლოოდ მატჩი "დინამოს" გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ამ გამარჯვებით დინამოელებმა სატურნირო
ცხრილში წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნეს. შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" სტუმრად ბათუმის "დინამოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ცხრილში პირველი ადილი თბილისის "დინამოს" დაუთმო.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XVIII ტური: "ბათუმმა" მოიგო, "დილას" ლიდერობა კი ეჭვქვეშაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული