"მეგრულ დერბიში" 63-ე წუთზე ანგარიში ომარ გოგონაიამ გახსნა, მეორედ კი მასპინძელთა კარი ნიკა სიჭინავამ (89) აიღო.
ამ გამარჯვებით ფოთის გუნდმა სატურნირო ცხრილში ერთბაშად 2 საფეხურით აინაცვლა და ახლა მე-11 ადგილზეა. "ზუგდიდს" კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.