ნიკა ჭანტურია და ოთარ კიტეიშვილი - კახა გოგიჩაიშვილის ტკივილი და იმედი

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ნიკა ჭანტურია "დინამოს" ვეღარ დაეხმარება. თბილისური გუნდის კაპიტანი 5 მარტს, საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში "ზესტაფონის" თამაშისას დაშავდა.

"დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საბოლოო გამოკვლევებით დადგინდა, რომ 20 წლის მცველს მენისკისა და წინა ჯვარედინი იოგების ტრავმა აქვს და ოპერაცია სჭირდება.
Sportall.Ge

კახა გოგიჩაიშვილის თქმით, ჭანტურიას არყოფნა გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება.

"ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა და სამწუხაროა, რომ ნიკა ამ სეზონში ვეღარ დაგვეხმარება. ახლა ისღა დაგვრჩენია, მის გამოჯანმრთელებას დაველოდოთ", - ამბობს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი.

სამაგიეროდ, გოგიჩაიშვილს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის,
ოთარ კიტეიშვილის
თამაში ახარებს.

"ზესტაფონთან" მატჩში კიტეიშვილი სასტარტოში პირველად გამოჩნდა და 2 გოლი სწორედ მისი მონაწილეობით გავიდა. "მეტალურგის" ყოფილმა ფეხბურთელმა "დინამოს" საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლაშიც დაიდო თავისი წილი - საპასუხო შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი ხომ სწორედ მის მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა.
Sportall.Ge

"კიტეიშვილი ნიჭიერი ბიჭია. "დილასთანაც" გამოჩნდა და "ზესტაფონთანაც", რომ თამაში შეუძლია. ცხადია, ასაკიდან და გამოუცდელობიდან გამომდინარე, ყოველთვის არ ვათამაშებთ, მაგრამ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ", - ამბობს გოგიჩაიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოთო ..ჩვენც გვაქვს შენი დიდი იმედი..რეალში ვხედავ შენს მომავალს
გიო
12:59 11-03-2015
0
ოთო მიხარია შენი წარმატებები, ძალიან ვამაყობ იმით რომ მწვრთნელი ასეთ კარგ შეფასებას გაძლევს, გისურვებ გაგემართლებინოს ყველას იმედები!
ლელია გაბიძაშვილი
14:42 11-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული