ბექა გოცირიძე მარტვილის "მერანში" ერთ თვეა ვარჯიშობს და უკვე 14 კგ დაიკლო

AutoSharing Option
იყო დრო, 1988-89 წლებში დაბადებულ თაობას (რევაზ თევდორაძე, როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი განუგრავა, ლექსო ბენაშვილი, გიორგი ელბაქიძე, დავით მჭედლიშვილი, მირზა ბჟალავა, რატი წინამძღვრიშვილი, ბექა გოცირიძე, რევაზ ბარაბაძე) დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ამ ბიჭებმა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი მოიგეს, სადაც ნახევარფინალსა და ფინალში შვეიცარიასა და იტალიას სძლიეს, მერე კი ახალგაზრდულ ნაკრებში რუსეთის ძლევითაც გამოიჩინეს თავი, კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში საერთაშორისო სარბიელზეც გამოჩნდნენ...

მოკლედ, ეს თაობაც დავკარგეთ, ბევრი მათგანი აღარ თამაშობს. აღარ ჩანდა ბექა გოცირიძეც, რომელიც დღევანდელ საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობთ, წაადგებოდა. მაგრამ
რამდენიმე წლის წინათ ის ავტოავარიაში მოყვა და აქედან დაიწყო პაუზა.

ფორმის აღდგენა გოცირიძემ ამ სეზონის დაწყებამდე, პირველი ლიგის "სასკოში" სცადა, მაგრამ ეს კლუბი გაკოტრდა და სხვებთან ერთად, გუნდი მანაც დატოვა.

ის მარტვილის "მერანისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრისას ვნახეთ. გოცირიძე თამაშს თვალს სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა. მერე შევიტყვეთ, რომ ის უკვე ერთი თვეა, რაც "მერანში" ვარჯიშობს და ფორმის აღდგენას ცდილობს. ამ პერიოდში მთელი 14 კილოგრამიც დაიკლო და იმედი აქვს, რომ ფეხბურთში ღირსეულად დაბრუნდება.

26 წელი ის ასაკი არ არის, როცა ეს შეუძლებელია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოგცლიათ რა თქვენც :D ოდესღაც მეც ვთამაშობდი ფეხბურთს დაწერეთ :D 24 წლის ბიჭი ვარ :D
batumi
19:35 17-03-2015
0
ნეტავ უსაქმურები არ იყოთ რა
SHUKOVANI
15:46 17-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული