"ლელო" "მეტალურგის" მწვრთნელ ვარლამ კილასონიას დაუკავშირდა:
"შეიკრიბნენ "მეტალურგის" ქომაგები, ვეტერანი ფეხბურთელები. ყველა ჩვენგანის სურვილია, რომ კლუბი გადარჩეს.
შეხვედრას არ დასწრებია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელსაც რუსთავში ველოდებოდით. სამაგიეროდ, ჩამოვიდა მისი წარმომადგენელი - ქვემო ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა მინდელი.
პირადად ორჯერ შევხვდი სიჭინავას და მისგან მხოლოდ ჩვენი დახმარების სურვილი ისმის. საჩხერეში საქართველოს
ჩვენთვის მთავარია, ოღონდ კლუბს პატრონი გამოუჩნდეს და სულ ერთია, ვინ იქნება ის. ქალაქის მუნიციპალიტეტს ის აფერხებს, რომ "მეტალურგს" 8 მილიონი ლარი აქვს ვალი. მხოლოდ ერთხელ დავურიგეთ ფეხბურთელებს ხელფასი, როცა ფედერაციამ თანხა ჩაგვირიცხა.
რაც სეზონი განახლდა, ბიჭებს ლარიც კი არ მიუღიათ. არადა, მათი ხელფასები ისედაც დაბალია. ამ დროს, წესით, ჩვენნაირი გუნდი დიდი საცდურის წინაშე უნდა იდგეს, მაგრამ ხატზე დავიფიცებ - "მეტალურგი" სუფთად თამაშობს და ასევე ითამაშებს ბოლომდე", - გვითხრა კილასონიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"