თორნიკე კაპანაძე: ხიზანიშვილის, კვირკველიას და იაშველის შემყურე, სხვაგვარად ვერც მოიქცები

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში "სამტრედიამ" "ზესტაფონი" დიდი ანგარიშით (3:0) რომ დაამარცხა, ამაში მასპინძელთა თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ დიდი როლი ითამაშა. პირველი ორი გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში სწორედ მან გაიტანა.

22 წლის თავდამსხმელი, რომელიც არასოდეს, არც ერთი ასაკობრივი ნაკრების შეკრებაზეც კი არ გამოუძახიათ, ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთ საინტერესო თავდამსხმელად ყალიბდება. მან შეასრულა გადამწყვეტი როლი ქუთაისის "ტორპედოსთან" სათასო შეხვედრის მოგებაში. ის "სამტრედიაში" ზამთარში გადავიდა და 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

თორნიკე ამბობს, რომ ახალ გუნდს იოლად შეეწყო:

"პირველივე დღიდან მწვრთნელებმა და თანაგუნდელებმა კარგად
მიმიღეს, ბევრსაც ვიცნობდი და გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია.

საერთოდ, "სამტრედიაში" მეგობრული ატმოსფეროა და მომწონს, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ამაში სამტერდიელი გულშემატკივარიც ძალიან გვეხმარება. აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ და ერთ შეხვედრასაც ვერ ვიხსენებ, ტრიბუნები რომ არ შევსებულიყო. ცარიელი ტრიბუნების წინაშე ასეთი სტიმულით ვერ ვითამაშებდით".

ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, "სამტრედია" მე-4 ადგილზეა და ლიდერ თბილისის "დინამოს" 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან გორის "დილას" - ოთხით. კაპანაძე მიიჩნევს, რომ სამეულში მოხვედრა მაინც რეალურია:

"მიმდინარე ჩემპიონატში ისეთი სერიოზული ბრძოლაა, ჩვენ შორის ისეთი სხვაობაც არაა, რომ ეს ჩამორჩენა ვერ დავძლიოთ. მიმაჩნია, რომ ამ შემადგენლობით სამეულში მოხვედრა რეალურია".

სამტრედიელთა თავდამსხმელი ამბობს, რომ ნაკრების ყოფილი წევრების გუნდში მისვლა ყველასთვის სტიმულია:

"ხიზანიშვილის, კვირკველიასა და იაშვილის გვერდით რომ ვარჯიშობ, ესეც ბევრს ნიშნავს. ვუყურებთ, ეს გამოცდილი ხალხი ყველა ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე რომ იხარჯებიან და ახალგაზრდებს სხვაგვარად მოქცევის უფლება არც გვაქვს. მათი რჩევებიც ძალიან მეხმარება".

22 მარტს, "სამტრედიას" იმერული დერბი ელის - ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილები ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრებიან. კაპანაძე სწორედ ქუთაისელია, ამ გუნდში ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა. მაგრამ მატჩის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს:

"წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, არც კარგის და არც ცუდის. მხოლოდ ის ვიცი, რომ დაძაბული თამაში გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანგო შენ გვირჩიე სათამაშო სტილი ჩვენ არ ვიცით )))
Giorgi
00:25 22-03-2015
0
ჯანგო შენ გვითხარი როგორი სტილის ფეხბურთი მოგწონს და ისეთს ვითამაშებთ )))
Giorgi
22:55 21-03-2015
0

სიახლეები პოპულარული