უმაღლესი ლიგის XXI ტური: ბათუმის "დინამო" თბილისისას გაუთანაბრდა

AutoSharing Option
22 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლესი ლიგის XXI ტურის შვიდი მატჩი გაიმართა.

ლანჩხუთში ქულები დაკარგა თბილისის "დინამომ", რომელმაც ფოთის "კოლხეთთან" შეხვედრა უგოლოდ დაასრულა. ამით ისარგებლა ბათუმის "დინამომ", რომელმაც თბილისში "მიხეილ მესხზე" "ცხინვალს" მინამიმალური ანგარიშით სძლია და ქულებით თბილისის "დინამოს" გაუთანაბრდა.

ამჟამად ორივე გუნდს 42-42 ქულა აქვს. ერთნაირია მათი მოგება-ფრე-წაგებათა რაოდენობაც. თბილისელებთან უპირატესობა ბათუმელებს კი ურთიერთშეხვედრაში აქვთ - პირველ წრეში, დედაქალაქში გამართულ მატჩში ბათუმის "დინამომ" მოიგო.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა გორშიც, სადაც "დილამ" საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 2:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა
რიგებში დუბლი ირაკლი მოდებაძემ შეასრულა.

ტურის ბოლო შეხვედრა, რომელშიც "ტორპედო" "სამტრედიას" მასპინძლობს, მოგვიანებით დასრულდება.

უმაღლესი ლიგა. XXI ტური
ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე.
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:0

თბილისი. მიხეილ მესხი (სათ).
ცხინვალი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 ქორიძე (43).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-ჩიხურა 2:1
გოლი: 1:0, 2:0 მოდებაძე (8, 72). 2:1 დეკანოიძე (84).

ქობულეთი. ჩელე არენა.
შუქურა-ზესტაფონი 3:1
გოლები: 1:0 თუხარელი (61), 2:0 ჩელებაძე (70), 3:0 პუკანიჩი (72), 3:1 გაგოშიძე (87).

მცხეთა. მცხეთა-პარკი.
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 2:0
გოლები: 1:0 ლობჟანიძე (10), 2:0 კურდღელაშვილი (38).

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა.
მერანი-გურია 1:0
გოლი: 1:0 გეგეჭკორი (66).

რუსთავი. ფოლადი.
მეტალურგი-სიონი 1:2
გოლი: 1:0 გუჯაბიძე (29), 1:1 სიჭინავა (72), 1:2 უგულავა (87).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული