უმაღლესი ლიგის XXI ტური: "ტორპედომ" ზედიზედ მესამედ მოიგო

AutoSharing Option
22 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XXI ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში ოთარ კვერნაძემ (41-ე წუთი) გახსნა. სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი მიქაძის (57) ავტოგოლით გაათაბრეს, თუმცა ჯერ ირაკლი კლიმიაშვილმა (59) გამოასწორა თანაგუნდელის შეცდომა, შემდეგ კი ბექა ტუღუშმა (76) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი დარასელიას გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XXI ტური: ბათუმის "დინამო" თბილისისას გაუთანაბრდა
მკითხველის კომენტარები / 6 /
levani

კარგი თამაში მაშინაა როცა მეტოქე მართლაც ძლიერია,ფორმაშია და მძიმე ბრძოლებით იგებ და არა ისე როგორც იყო გუშინ, როცა ერთი გუნდი თავმოჭრილი ქათამივით დარბოდა მინდორზე(სამტრედია),ხოლო მეორეს კი გოლები გაჰქონდა საკუთარი და მეტოქის კარებშიც კი :) !
ეგ არ იყო თამაში კარგი,ეს უბრალოდ მოგება იყო და ამ მოგებას ვულოცავ ტორპედოს,ვულოცავ იმას რომ მან მიაღწია და რამდენიმე ათეულ წუთში მოწინააღმდგე ჩამოშალა ძირფესვიანად.
კარგი თამაში კი სულ სხვა მცნებაა და სულ სხვა სანახაობაა :)
ჯორდანო უბრუნებელი
12:55 23-03-2015
0
სოსიაშვილმა კიდე კლიმიაშვილი არ მინდაო უარი უთხრა ოი ვინც შენ მწვრთენელობა დაგაბრალა, ჩიორაა მაგარი და გვალია კიდე, მაგარი ტრანსფერები გააკეტეთ რაა მაგრები ხართ. ეძღვნება დილას ზალით მესვეურებს
bibo
12:07 23-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული