"პირატები" დასჯილ ბათუმის "დინამოს" არ მიატოვებენ

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, ბათუმის "დინამო" დასაჯეს - 3 აპრილს, ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ და არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა აჭარული გუნდი მომდევნო სამი საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებითა და 8 ათასი ლარით დააჯარიმა.

მიუხედავად ამისა, ბათუმელებს ფანკლუბ "პირატების" მხარდაჭერა დისკვალიფიცირებულ შეხვედრაშიც გარანტირებული აქვთ. მისი წევრები გუნდის მიტოვებას არ აპირებენ.

"პირატები" მაინც გავემგზავრებით ქობულეთში, როგორც შევძლებთ, ისე დავუდგებით გუნდს მხარში", - წერია ფანების მოწოდებაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის "დინამო" 23-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც
11 აპრილს ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართება, უშუალო კონკურენტ "სამტრედიას" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოველთვის ვიკავებდი თავს ფეხბურთის ფედერაცის გალანძგისტვის ახლა მართლა ...
kaxa
17:34 10-04-2015
0
ბათუმელი ქომაგები თუ დასაჯეს, სამტრედიელი ასეულობით ქომაგს რას ერჩიან?
სამტრედიას წარმატება!
იმედია ხვალ აჭარატვ აჩვენებს!
ჯანგო
15:17 10-04-2015
0

სიახლეები პოპულარული