ნიკა ჭანტურია: "დინამომ" უმაღლეს დონეზე უზრუნველყო ჩემი მკურნალობა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ჭანტურია, რომელმაც წინა ჯვარედინ იოგაზე წარმატებული ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა, თბილისში დაბრუნდა.

20 წლის მცველმა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გერმანიაშივე, თომას ფროლიხის კლინიკაში გაიარა, მთლიან სარეაბილიტაციო პერიოდს კი 6-8 თვე დასჭირდება.

"რაც მთავარია, ოპერაციამ წარმატებით და გართულებების გარეშე ჩაიარა. 2-3 დღე ტკივილები მაწუხებდა, თუმცა ეს ნორმალური და დამახასიათებელია მსგავსი მკურნალობის დროს. ექიმის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დადებითად და წარმატებულად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპი გერმანიაში, ჩემი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გავიარე. თბილისში მან სპეციალური პროგრამა გამომატანა, რომლის მიხედვითაც უნდა გავაგრძელო მკურნალობა-რეაბილიტაცია და
3 თვის შემდეგ ხელახლა მომიწევს მასთან შემოწმებაზე მისვლა. მთლიან რეაბილიტაციას კი, სავარაუდოდ, 6-8 თვე დასჭირდება.

ამ პერიოდის მანძილზე დიდი თანაგრძნობა ვიგრძენი და მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც გვერდში მედგა. განსაკუთრებით, "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელმაც უმაღლეს დონეზე უზრუნველყო ჩემი მკურნალობა.

"გლადიატორებს" დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. იმედი მაქვს, ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის და მოედანს გაორმაგებული მოტივაციით დავუბრუნდები", - უთხრა ჭანტურიამ "დინამოს" ოფიციალურ საიტს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიკა მალე დაუბრუნდები მოედანს გელოდებიიიიით
tbilisi vake
12:32 15-04-2015
0
ნიკა მალე დაუბრუნდები მოედანს გელოდებით
tbilisi
12:31 15-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული