20 წლის მცველმა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გერმანიაშივე, თომას ფროლიხის კლინიკაში გაიარა, მთლიან სარეაბილიტაციო პერიოდს კი 6-8 თვე დასჭირდება.
"რაც მთავარია, ოპერაციამ წარმატებით და გართულებების გარეშე ჩაიარა. 2-3 დღე ტკივილები მაწუხებდა, თუმცა ეს ნორმალური და დამახასიათებელია მსგავსი მკურნალობის დროს. ექიმის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დადებითად და წარმატებულად მიმდინარეობს.
პირველი ეტაპი გერმანიაში, ჩემი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გავიარე. თბილისში მან სპეციალური პროგრამა გამომატანა, რომლის მიხედვითაც უნდა გავაგრძელო მკურნალობა-რეაბილიტაცია და
ამ პერიოდის მანძილზე დიდი თანაგრძნობა ვიგრძენი და მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც გვერდში მედგა. განსაკუთრებით, "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელმაც უმაღლეს დონეზე უზრუნველყო ჩემი მკურნალობა.
"გლადიატორებს" დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. იმედი მაქვს, ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის და მოედანს გაორმაგებული მოტივაციით დავუბრუნდები", - უთხრა ჭანტურიამ "დინამოს" ოფიციალურ საიტს.