მოთხოვნები შედგენილია ევროკავშირისა და უეფას დანარჩენ ტერიტორიაზე პროფესიული ფეხბურთის სექტორში ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, 2015 წლის 1-ლი ივნისიდან პროფესიონალ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების მინიმალურ ვადად განისაზღვრა ერთი საფეხბურთო სეზონი.
მინიმალური მოთხოვნები თანაბრად ითვალისწინებს როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის უფლებებს.
ასევე, გადაწყდა, რომ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება არ დაარეგისტრირებს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით შედგენილ კონტრაქტებს.
მინიმალური მოთხოვნების შექმნის სამუშაო პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე. ამ
სფფ-ის პრესსამსახური