ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?

AutoSharing Option
3 აპრილს, ქობულეთის "ჩელე არენაზე", ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის მატჩის (2:3) დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. ოფიციალურ პირთა მტკიცებით, არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტმა მასპინძელ ბათუმის "დინამოს" მომდევნო 3 საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება და 8 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ბათუმელებმა ეს გადაწყვეტილება სფფ-ის საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრეს. ტრიბუნალმა საკითხი 20 აპრილს განიხილა და "დინამოს" სანქცია დაუმძიმა.

"ტრიბუნალი დაეყრდნო ფიფას, უეფასა და სფფ-ის
სადისციპლინო კოდექსებს და გადაწყვიტა: ბათუმის "დინამოს" მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. შეიცვალოს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება და სადისციპლინო სასჯელი განისაზღვროს შემდეგნაირად: დადგენილი სადისციპლინო სახდელი დარჩეს უცვლელი.

ტრიბუნალის გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან "დინამოს" დაუწესდეს გამოსაცდელი ერთწლიანი ვადა. ამ ვადაში გუნდის მხრიდან (ოფიციალური თუ გულშემატკივარი პირის მიერ), სტადიონზე წესრიგის დარღვევისას (შეჭრა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა), იქნება ეს მასპინძლის თუ სტუმრის რანგში, სპორტულ სანქციად დაეკისრება დისკვალიფიკაცია - 3 თამაში უმაყურებლოდ და ნეიტრალურ სტადიონზე.

ეს სასჯელი იმოქმედებს სადისციპლინო კოდექსით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვრის გათვალისწინების გარეშე. ტრიბუნალის გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარეთათვის გადაცემისთანავე, საბოლოოა და არ საჩივრდება", - ვკითხულობთ სპორტული ტრიბუნალის მედიატორ ზურაბ ბიწაძის განცხადებაში.

არადა, ბათუმელებს იმედი ჰქონდათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ სანქციას სულაც შეუმსუბუქებდნენ.

"სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებამ ყველა სახტად დაგვტოვა. ჩვენთვის მოულოდნელი იყო, გადაწყვეტილება ძალაში რომ დატოვეს. მაგრამ ამის შემდეგ დამატებითი სანქცია და ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება, საერთოდ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - ამბობს ბათუმის "დინამოს" ადვოკატი გია აბაშიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
არაფერი სასაცილო და სატირალი აქ არაფერია. დაიცავით წესრიგი და არაფერი არ დაგემუქრებათ. დაწრმუნებული ვარ, თუ აპატიებდნენ, უფრო უარეს უდა დავლოდებოდით მომავალში. ეს რომ ცალკეულ ფეხბურთელს ეხებოდეს, კი ბატონო, შეიძლებოდა სასჯელის შემსუბუქება ან მოსხნა, მაგრამ როცა ეს მაყურებელის ქცევას ეხება, აქ ყველა შეუვალი უნდა იყოს.
koki
13:18 21-04-2015
0
მე თუ მკითხავთ სასჯელია თვითონ ძალიან ლმობიერი. მოსხნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
aslan
13:19 21-04-2015
0

სიახლეები პოპულარული