კოლხეთი-მეტალურგი 3:0 - გ-გ-გოლი: გურეშიძე, გოგონაია, გიგაური

AutoSharing Option
გურეშიძე, გოგონაია გიგაურის პასით და გიგაური გურეშიძის სახიფათო "გასროლის" შემდეგ - კოლხთა სამივე გოლში წვლილი ამ სამმა მობურთალმა დაიდო.

აქედან პირველ და ბოლო შემთხვევაში უკეთესად გარჯა შეეძლო გრიგოლ ბედიაშვილს, ორივეჯერ გურეშიძის დარტყმული გამოდგა მისთვის საბედისწერო - ჯერ საჯარიმოს გარედან და საკმაოდ მახვილი კუთხიდან მისგან ახლო კუთხეში გაუშვა, ხოლო მეორედ თითქოს გუნდი გადაარჩინა, მაგრამ იქვე წინ დაგდებულ ბურთს გიგაურმა ბადეში მიუჩინა ადგილი.

მატჩიც ნომინალურ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ასეც გასრულდა, თუმცა, სანამ 2:0 გახდებოდა, ვერ ვიტყოდით, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. თუნდაც
მას შემდეგ, რაც თამაზ ჟიშკარიანი პირისპირ გავიდა სტუმარ მეკარესთან და "მეტალურგი" ბედიაშვილმა გადაარჩინა, კინაღამ დაუწერელი კანონი ამოქმედდა - ჯერ რევაზ ბარაბაძემ მოარტყა ხარიხას, შემდეგ კი "კოლხეთი" ზვიადაძე-ბროლაძის შეტევასაც გადაურჩა.

მეორე ტაიმში ფოთელთა გაზრდილი უპირატესობა გოლებშიც აისახა და ზაზა ინაშვილის შეგირდებმა მნიშვნელოვანი 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

ამით "კოლხეთმა", ფაქტობრივად, გადაწყვიტა ლიგაში დარჩენის საკითხი, ხოლო რუსთაველებს ამის გასაკეთებლად წინ დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
24.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
კოლხეთი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 გურეშიძე (28), 2:0 გოგონაია (61. გიგაურის პასით), 3:0 გიგაური (63)
კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია (72. ბარამიძე), თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჟავა, ლ. შენგელია (59. ამბროლაძე), გოგონაია, ჟიშკარიანი, გიგაური, გურეშიძე, ჯიქია (30. ქორჩილავა).
სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, სარსანია, თ. კაკულია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
მეტალურგი: ბედიაშვილი, ნარიმანიძე, ლ. ნოზაძე, ზვიადაძე, მინდორაშვილი, რ. ბარამიძე (66. ჯოხაძე), მიქაუტაძე, ჩიკვაიძე, ბროლაძე (46. ციცქიშვილი), გუჯაბიძე (66. სარიშვილი), ბარაბაძე.
სათადარიგოები: გ. ნადირაძე, კ. ხიზანეიშვილი, პაქსაშვილი, ბიწკინაშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: მიქაუტაძე (70)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 12
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
28 აპრილი, სამშაბათი

მომდევნო (XXVI) ტური
1-ლი მაისი, პარასკევი
გურია-ზუგდიდი
შუქურა-მერანი
2 მაისი, შაბათი
სიონი-ცხინვალი
ჩიხურა-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ტორპედო
მეტალურგი-დილა
სამტრედია-კოლხეთი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილია ასეთ გუნდს რო სტადიონი არ ააქვს.... ამას არ უყურებს ფედერაცია??? თუ მარტო დინამო უნდა იყოს საქართველოში???
zura
15:47 27-04-2015
0

სიახლეები პოპულარული