ეს გუნდები, რაც უნდა ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, ერთმანეთს მაინც არაფერს უთმობენ.
ქუთათურები მომავალი მატჩისთვის საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ემზადებიან. 29 აპრილს, გიორგი დარასელიამ შეგირდები საათნახევრის განმავლობაში დატვირთა. მხოლოდ ნიკა საბანაძეს არ უვარჯიშია - კლუბის სპორტული დირექტორის, ლევან სილაგაძის თქმით, თავდამსხმელი (სხვათა შორის, მატჩის დღეს ნიკა 24 წლის შესრულდება) ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
"თუ გახსოვთ, საბანაძე დაახლოებით ერთი თვის
არადა, ხომ იცით, ხარისხიანი ცენტრალური თავდამსხმელების რამხელა დეფიციტია, ნიკა კი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა და მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება", - ამბობს სილაგაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"