აღსანიშნავია, რომ 3-3 ქულა მოიპოვეს სატურნირო ცხრილის ლიდერებმა და ამ ტურის შემდეგ ზედა სამეულში ცვლილებები არ მომხდარა - პირველ ადგილზე კვლავ გორის "დილაა" (54 ქულა), რომელსაც 3 ქულით ბათუმის "დინამო" (51) ჩამორჩება. მესამე პოზიციას კი თბილისის "დინამო" იკავებს 50 ქულით.
დღის მთავარი მატჩი "დინამო არენაზე" ჩატარდა, სადაც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო. "ქართული კლასიკო" დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გამარჯვება კი მასპინძლებს დარჩათ - 3:2.
სტუმრად მოიგეს
უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
დინამო (თბ)-ტორპედო 3:2
გოლები: 0:1 გურამ ადამაძე (10), 1:1 ლაშა თოთაძე (40), 2:1 გიორგი პაპუნაშვილი (51), 2:2 ვახტანგ კვარაცხელია (76), 3:2 ჯაბა ჯიღაური (86).
ჩიხურა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 ნიკა მგელაძე (51).
მეტალურგი-დილა 0:2
გოლები: 0:1 მიხაილ გორელიშვილი (25), 0:2 ირაკლი მოდებაძე (62).
სიონი-ცხინვალი 3:4
გოლები: 1:0 ჯაბა უგულავა (15, პენ) , 1:1 ბიძინა მახარობლიძე (22), 1:2 ნიკა კაჭარავა (54), 1:3 გიორგი ივანიშვილი (55), 2:3 ჯაბა უგულავა (62), 2:4 ლაშა შინდაგორიძე (64), 3:4 დათა სიჭინავა (90).
სამტრედია-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 თორნიკე გორგიაშვილი (43), 1:1 ნიკა სიჭინავა (65).
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3 (ტექნიკური)