თამაშის გაფუჭება მეტი რა არის?! - ქუთაისელები მსაჯობამ აღაშფოთა

AutoSharing Option
"დინამო" კლასიკოს გამარჯვებული დარჩა. თბილისელებმა ქუთაისის "ტორპედო" დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში 3:2 დაამარცხეს.

არბიტრ ლევან კვარაცხელიას გადაწყვეტილებებით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა. პირველ ტაიმში პენალტს თბილისელები ითხოვდნენ, მეორეში - ქუთაისელები. ამას გარდა, ტორპედოელთა თქმით, დავით კირკიტაძის მიერ გატანილი გოლის დროს თამაშგარეც უსაფუძვლოდ დააფიქსირეს.

ირაკლი კლიმიაშვილი ამბობს, რომ მსაჯმა თამაში გააფუჭა:

"მსაჯმა ჩვენი შეტევა რომ შეაჩერა, ამით უკმაყოფილო დავრჩი და ყვითელი ბარათი მიჩვენა. წამყვანი ლიგების თამაშებს ყველა ვუყურებთ და შეტევას არსად აჩერებენ.

ლევან კვარაცხელიამ
კი თამაში ჩაგვიკლა, კირკიტაძეს გოლი არ ჩაუთვალა და "დინამოს" კარში პენალტი არ დანიშნა, როცა მცველმა ბურთი ხელით მოიგერია. თამაშის გაფუჭება მეტი რა არის? ვის რაში სჭირდება ასეთი ფეხბურთი?!

ვერ ვიტყვი, რომ მსაჯობის გარეშე "დინამო" ვერ მოგვიგებდა, მაგრამ რაც ჩვენთან გააკეთეს, ქართული ფეხბურთის დიდი სირცხვილია!

არაფერია, ქუთაისის "ტორპედოს" სერიოზული პოტენციალი აქვს, კარგი მწვრთნელი გვყავს. ამიტომ მომავალ სეზონში გაცილებით სერიოზული მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და ვინც უნდა იყოს, თავის მსაჯებიანადაც ვერ მოგვიგებენ".

კლიმიაშვილის მოსაზრებას იზიარებს ქუთაისელთა თავდამსხმელი ბექა ტუღუშიც:

"არ გამოვრიცხავ, რომ მსაჯი შეცდეს - ყველანი ადამიანები ვართ და ყველა შემცდარა. საერთოდ, წლეულს ცუდი მსაჯობა არ ყოფილა, მაგრამ რასაც კვარაცხელია აკეთებდა, იმას შეცდომას ვერ დავარქმევ.

თავი დავანებოთ იმას, რომ გიორგი ქიმაძის შეტევისას, აშკარა პენალტი არ დაგვინიშნა. ყველაზე მთავარი - თამაში ხომ უნდა გაცადოს? სწრაფი შეტევების საშუალებას რომ არ გვაძლევდა, ეს შემთხვევით ხომ არ ხდება?!

კი, ჩვენც დავუშვით შეცდომები, იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ "დინამოსთან" წასაგები თამაში არ გვქონდა. ახლა კვარაცხელიას სამი თვე არ ამსაჯებენ, ვითომ დასჯიან, მაგრამ ამ უმსგავსობას ვერაფერი გამოასწორებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
რას ეძახით ალალად მოგებას პენალი არ დანიშნა და დაგინდოთ იმას თუ ჯარიმა რო არ დანიშნა და გოლი გაიტანეთ იმას???
batumi
11:51 06-05-2015
0
კიდევ ერთხელ რა ჭირს ქუთააისის ტორპედოს მსაჯების საჩუქებელი არც არაფერი.და არც ბათუმია ის გუნდი ტორპედომ რო ვერმოუგოს.ვულოცავ ყველა ქართველს გიორგობას.აპა ჰე
qutaiseli
13:08 06-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული