"სამტრედია" უეფას და ეროვნული ლიცენზიის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის იურიდიული ორგანოს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" უეფას და ეროვნული ლიცენზიის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა უეფას ლიცენზია. ეს ლიცენზია კლუბს აძლევს უფლებას, სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღოს უეფას ევროტურნირების გათამაშებაში.

ამჟამად "სამტრედია" უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მეხუთე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

"აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ლიცენზირების კუთხით უმძიმესი მემკვიდრეობა ხვდა წილად. გასული წლების ლიცენზირების პროცესი კლუბმა სრულად ჩააგდო და ლიცენზირების კომიტეტისგან სამართლიანად იქნა დაჯარიმებული 20 000 ლარით", -
ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მომზადებულია fcsamtredia.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
4-5 კლუბი ყოველწ;იურად იღებს უეფას ლიცენზიას, მაგრამ ასეთი ამბები არ აუტეხიათ.. უეფას ლიცენზია თორე, მაგას უეფა არ განიჭებდეთ რა. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული