უმაღლესი ლიგა. XXIX ტური: თბილისის "დინამო" მესამეზე ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
17 მაისს უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ლანჩხუთის "გურიამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. "დინამო" ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააწინაურა. მე-11 წუთზე მასპინძელმა გიორგი მჭედლიშვილმა გაათანაბრა.

77-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა პენალტი გაიტანა, თუმცა "გურიამ" ქულა მაინც გადაარჩინა. 88-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა - 2:2.

ბათუმის "დინამოს" ტექნიკური მოგება დაერიცხა "ზესტაფონთან" და 55 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, ამდენივე ქულით მესამეა თბილისის "დინამო".

გორის "დილა", რომელმაც ჩემპიონის ტიტული წინა ტურში დაიბევა, მარტვილის "მერანს" დაუზავდა - 1:1. "დილა" აგებდა, თუმცა 68-ე
წუთზე რომან ახალკაცმა ქულა გადაურჩინა.

აღსანიშნავია "ცხინვალის" 7:2 გამარჯვება რუსთავის "მეტალურგზე".

ჩიხურა-სამტრედია 2:1

გურია-დინამო თბ. 2:2
გოლები: 0:1 ჭანტურიშვილი (2), 1:1 მჭედლიშვილი (10), 1:2 პაპუნაშვილი (81-პენ), 2:2 კოშკაძე (87)

მერანი-დილა 1:1
გოლები: 1:0 ციცხვაია (34), 1:1 ახალკაცი (68)

ტორპედო-შუქურა 0:2
გოლები: 0:1 კუხიანიძე (60), 0:2 გურული (65)

ცხინვალი-მეტალურგი 7:2
გოლები: 1:0 ივანიშვილი (1), 1:1 კორღალიძე (50), 1:2 ციცქიშვილი (58), 2:2 კაჭარავა (62), 3:2 შინდაგორიძე (63), 4:2 ცერცვაძე (72), 5:2 კოჭლაძე (74), 6:2 კაჭარავა (79), 7:2 კაჭარავა (89)

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 კახაბრიშვილი (68)

ზუგდიდი-სიონი 1:3

დინამო ბთ.-ზესტაფონი 3:0
(ტექნიკური)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურთს აქვს თავისი ''ანგარიშები'' და ვფიქრობ კაცები უნდა იცავდნენ მას, ყველგან და ყოველთვის.
gizog
23:11 17-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული